- Advertisement -

თუშეთში დაღუპული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს

თუშეთის საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, მეწყერსაშიშ ზონაში, გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზნის დაგუბების შედეგად შექმნილ ხელოვნურ ტბაში იპოვეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მყვინთავებმა 10 მეტრის სიღრმის წყალში ცხედრის სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განაახლეს და ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ერთ-ერთ სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა,რომელიც თუშეთის გზის გაწმედით სამუშაოებს აწარმოებს. მძღოლი შეგუბებული წყლის პირას ალტერნატიული გზის გასაყვანად მანქანიდან ხრეშის დაყრას ცდილობდა,რა დროსაც ნაპირი წყალში ჩაიშალა და მამაკაცი მანქანასთან ერთად წყალში გადავარდა. 

მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

Comments
Loading...