- Advertisement -

თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტის მისაწოდებლად ახმეტის მერიამ 4 ათასი ლარი გამოყო

თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის შერეული სახის საკვები პროდუქტის მისაწოდებლად ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 2019 წელს 4 200 ლარია გამოყოფილი.

ამის შეხება “აიპრესს” ახმეტის მერმა განუცხადა. იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთში ფრენები რეგულალურად ხორციელდება,ვერტმფრენი უფასოდ ემსახურება როგორც მოსახლეობას, ასევე უზრუნველყოფს მესაზღვრეების როტაციას.

“ფრენებს რაც შეეხება, კვირაში ერთხელ ხორციელდება სისტემატიურად. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამჟამად მუდმივად მაცხოვრებელი 21 ადამიანია თუშეთში, რომელთაც ჩემმა მოადგილემ და სოციალური სამსახურის უფროსმა იანვრის ბოლოს 2100 ლარის ღირებულების შერეული პროდუქტი აუტანეს,მათ შორის ზეთი, ფქვილი, ბურღულეული, ტკბილეული. ამდენივე რაოდენობის თანხა გვაქვს გამოყოფილი სააღდგომოდაც და კვლავ ვგეგმავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტის ატანას”,- განუცხადა “აიპრესს” ქარუმაშვილმა.

ცნობისათვის, თუშეთის საავტომობილო გზა ყოველ წელს,რამდენიმე თვის განმავლობაში ჩაკეტილია. მთაში სეზონი მაისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრის ბოლოსთვის სრულდება.

Comments
Loading...