- Advertisement -

თუშეთში, სოფელ შენაქოსთან “ბილაინის” საწვავმზიდი გადაბრუნდა

თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის,ლადო კახოიძის ინფორმაციით,შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"შემთხვევა გუშინ მოხდა. ნაწვიმი იყო და ალბათ მძღოლს მანქანა მოუცურდა, მაგრამ ზუსტად ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ. მანქანას არაფერი სჭირს, მცირე რაოდენობით საწვავი დაიღვარა."- აღნიშნა კახოიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. მოძრაობა დღეს დილით აღდგა.

Comments
Loading...