- Advertisement -

თუშეთში, სოფელ ჰეღოს მიმდებარედ კლდეზე ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება

თუშეთში, სოფელ ჰეღოს მიმდებარედ კლდეზე ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ,,აიპრესს,, განუცხადეს, რომ უმნიშვნლო დაკვამლიანება მხოლოდ რამდენიმე მცირე კერაზე შეინიშნება.

რთული რელიეფის გამო მაშველები ხანძრის კერასთან მიახლოვებას ვერ ახერხებენ, თუმცა პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და მონიტორინგის მიზნით ადგილზე კიდევ ორ დღეს დარჩებიან.

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ჰეღოს მიმდებარედ, კლდეზე ბალახი რამდენიმე დღის განმავლობაში იწვოდა.

თუშეთში ეს ხანძრის გაჩენის უკვე მესამე შემთხვევაა. მანამდე, ხანძარი ხახაბოს ტყეში ორჯერ, 2 და 15 სექტემბერს გაჩნდა

Comments
Loading...