- Advertisement -

თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერისმოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება

ვაკის რაიონში, თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.

ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მა მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან, საპროექტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს ადგილობრივ მცხოვრებლებს და გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება სკვერი და ის გიორგი ანწუხელიძის სახელობის იქნება. გამგეობა გიორგის ოჯახის და თხინვალას მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით იწყებს პროექტზე მუშაობას, მონახაზის და საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის და შეთანხმების შემდეგ უკვე დაიწყება ამ პროექტის განხორციელება. შედეგად მივიღებთ გამწვანებულ, კეთილმოწყობილ და ლამაზ დასასვენებელ სივრცეს“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით,1500 კვ.მ-ზე მეტი ფართობის ტერიტორიაზე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი განთავსდება. აუქციონზე გატანილი მიწის ნაწილი მუნიციპალიტეტს თხინვალას მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით დაუბრუნდა.

Comments
Loading...