- Advertisement -

იაპონიის ელჩი სიღნაღს ეწვია

დღეს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გოგილაშვილს, რესურსცენტრის უფროსს ლია ბეჟაშვილს და სიღნაღის ეროვნული მუზეუმის მენეჯერს, მარიამ ინანაშვილს შეხვდა. 

შეხვედრაზე ქართულ-იაპონური ურთიერთობებზე, სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იაპონური თოჯინების გამოფენის მნიშვნელობასა და დეტალებზე ისაუბრეს.

იაპონიაში ყოველი წლის 3 მარტს ოჯახები, რომლებშიც ქალიშვილი იზრდება, აღნიშნავენ „ჰინა მაცურის“ ანუ თოჯინების ფესტივალს. ამ ფესტივალის ტრადიცია ათას წელს ითვლის.
21 აპრილს იაპონიის საელჩო საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იაპონური ტრადიციული თოჯინების გამოფენას გახსნის. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონური ტრადიციული თოჯინები, მათ შორის ჰინა ნინგიო (გოგონების ფესტივალის თოჯინა), და გოგაცუ ნინგიო (ბიჭების ფესტივალის თოჯინა)
ექსპოზიცია მოიცავს თოჯინებს ტრადიციული იაპონური თეატრალური ხელოვნების ისეთი დარგებიდან, როგორებიცაა ნო, ბუნრაკუ და კაბუკი. 

გამოფენაზე, რომელიც 31 მაისამდე გაგრძლდება, ასევე, იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი იქნება თანამდროვე ოსტატების მიერ შექმნილი „კრეატიული თოჯინები“. 

„ჩვენი სურვილია იაპონური კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, გამოფენაზე თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწსავლეები და ახალგაზრდებიც მოვიწვიოთ. მათთვის ჩვენი ქვეყნის სხვადსხვა ტრადიციების გაცნობასაც ვგეგმავთ. დიდი სურვილი გვაქვს ეს ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდეს,“-განაცხადა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ტადაჰარუ უეჰარმა.
 

Comments
Loading...