“იბერია სტარ გრუპი” გარდაცვლილ მუშებზე: დასაქმებულებმა ტვირთის ამწე მექანიზმით ისარგებლეს ქუთაისი დამატების თარიღი 27 დეკემბერი, 2017 342 კომპანია "იბერია სტარ გრუპის" დირექტორი ელენა ანდრიაძე მუშების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობს. "დასაქმებულებმა ამწე მექანიზმით ისარგებლეს, რომელიც ტვირთისთვის იყო განკუთვნილი"- აცხადებს ანდრიაძე. მისივე თქმით, ადგილზე გამაფრთხილებელი წარწერებიც გამოკრულია, რომ აღნიშნული ამწეთი სარგებლობა დაუშვებელია. კომპანიაში რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებმაც შემთხვევის შესწავლა უკვე დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე 2 მუშა სიმაღლიდან ვარდნის გამო გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.