- Advertisement -

ილიას ტბაზე ფოლკლორის ანსამბლების მე-4 რესპუბლიკური ფესტივალის ორი მონაწილე დაშავდა

ყვარელის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბაზე ფოლკლორის ანსამბლების მე-4 რესპუბლიკური ფესტივალის ორი მონაწილე დაშავდა. ცეკვის დროს ამფითეატრის სცენაზე იატაკი ჩატყდა და მოცეკვავეს ფეხი დაუზიანდა.სცენის გაუმართაობის გამო ასევე დაშავდა მეორე მონაწილეც, თუმცა ადგილზე მედიკოსების გამოძახება არ გახდა საჭირო.

ფაქტს ადასტურებენ ტბის ადმინისტრაციაში. ილიას ტბის დირექტორი განმარტავს,რომ მოხმდარი ინციდენტის გამო ღონისძიების ორგანიზატორებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ და ფესტივალი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მისივე თქმით,მსგავსი შემთხვევისგან დაზღვევის მიზნით,სარეაბულიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

"მოხდა პატარა ინციდენტი და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.ფესტივალის ჩატარებამდე სცენა დაათვალოერეს ორგანიზატორებმაც,თუმცა საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს.შემთხვევა შაბათს,ფესტივალის პირველ დღეს მოხდა.ორმა მოცეკვავემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.თუმცა ამას ხელი არ შეუშლია და პროგრამის მიხედვით გაგრძელდა ღონისძიება,შაბათს და კვირასაც.რა თქმა უნდა ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა პრობლემის მოგვარზებაზე."- განაცხადა ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა,დიმიტრი სოლომნიშვილმა.

Comments
Loading...