- Advertisement -

ილო ტუღუშის დედა: ჩემი მიცვალებულის სახელით ნუ ისარგებლებენ

მარინა ტუღუში ნუგზარ ჩხაიძეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულობს. გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი ლანჩხუთის მერის ფაქტთან ყოველგავარ კავშირს გამორიცხავს და განმარტავს რომ ალექსანდრე სარიშვილი ოჯახის მეგობარია და გამოძიების დასრულებით დაინტერესებული პირი.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ნუგზარ ცინცაძე მსაჯის სახელს პირადი ინტერესისთვის იყენებს. ისინი ილო ტუღუშის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებაზე სუბრობენ და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს ვისაც უკავშირებენ: ერთერთია გიორგი ინაიშვილი და ნუგზარ ჩხაიძე (ლანჩხუთის გურიის დირექტორის ყოფილი მოადგილე) . ილო ტუღუშის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.

ნუგზარ ჩხაიძის ბრალდებებს უოასუხა ლანჩხუთის მერმაც. ალექსანდრე სარიშვილი აღნიშნულ ბრალდებებს "უსაფუძვლოსა და სამარცხვინოს" უწოდებს:

"ცინცაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთ- ერთ აიპიში მისი საქმიანობისას არსებული დარღვევების შესახებ დოკუმენტაცია სამართალმაცავ უწყებებს გავუგზავნეთ. ის სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ილო ტუღუში ჩემი უახლოესი მეგობარი იყო."- აცხადებს ლანჩუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების“ აქტივისტი ნუგზარ ცინცაძე ამტკიცებს, რომ ყოფილმა მსაჯმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად საფეხბურთო მატჩის გასაყიდად ქრთამის სახით გიორგი ინაიშვილისგან თანხა აიღო.

Comments
Loading...