- Advertisement -

იმედა იგივე “კოტო” აბაშიძის ოჯახის წევრები ბათუმში პროკურატურასთან აქციას მართავენ

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეიბისთვის დაკავებული იმედა იგივე "კოტო" აბაშიძის ოჯახის წევრები ბათუმში პროკურატურასთან აქციას მართავენ
მათი განმარტებით პატიმარი ამ დროისთვის საკანში მარტო იმყოფება, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მისი საპატიმროში დატოვება სიცოცხლისთვის საზიანო იქნება. ოჯახი მოითხოვს დაკავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.

"კანონიერი მოთხოვნა აქვთ იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებს. მე თვითონ მოვინახულე პატიმარი ციხეში, მას მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს მესამე დაწესებულებაში არ არის შესაბამისი პირობები და საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნას. მე მივმართე პროკუარტურას და სახალხო დამცველის აპარატს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა, მხოკოდ ჟურნალისტების იმედი დაგვრჩა." აღნიშნა ბარალდებულის ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

გასულ კვირას სამართალდამცავებმა 10 პირი დააკავეს, მათ საგამოძიებო ორგანო ქურდულ სამყაროს წევრობასა და ქურდულ შეკრებებში მონაწილეობას ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ათივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, წინა სასამართლო სდომა კი სექტემბერში ჩანიშნა.

Comments
Loading...