- Advertisement -

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გააცნო და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმოების პროცესში გამოიყენებენ. „იმერეთის აგროზონის” პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევქმნით ქვეყანაში უნიკალურ მოდელს, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქცია წარმოებული იქნება ერთიანი კლასტერის ფარგლებში“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ) ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის პირველი მარტიდან 30 აპრილამდე მიიღებს. 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვა დამხმარე საქმიანობების მიმართულებებით. იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო. სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში დაიწყო. „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის კონსულტანტია საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ქართულ-ნიდერლანდური საკონსულტაციო კონსორციუმი „GeoHolding” & KSH Consortium.

Comments
Loading...