- Advertisement -

იმერეთის გუბერნატორი ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე რეგიონში გასვლით შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. დღეს რწმუნებული ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებმა 2018 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

,,დღევანდელი დღის ჩათვლით 9 მუნიციპალიტეტში უკვე ვიყავი და გავეცანი თითოეულ მათგანში რა პროექტები ხორციელდება და რა არის გასაკეთებელი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჩემი შეხვედრების მთავარი ამოცანაა სიღრმისეულად გავეცნო ყველა საკითხსა თუ პრობლემას, რადგან სწორი ანალიზი გავაკეთო რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად მოვაგვაროთ. გარდა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა აუცილებლად შევხვდები მოქალაქეებს და მათგანაც მოვისმენ რა არის მათთვის პრიორიტეტი. გაძლევთ პირობას, რომ თითოეული თქვენგანი აქტიურად ჩაერთვებით მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ერთად განვსაზღვრავთ 2019 წლის პრიორიტეტებს“-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

30 აგვისტოს, იმერეთის გუბერნატორი წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში გეგმავს შეხვედრებს.

Comments
Loading...