- Advertisement -

იმერეთის გუბერნატორი: ჩავალ ყველა რაიონში და გავეცნობით მათ პრობლემებს

იმერეთს ახალი გუბერნატორი ყავს, შავლეგო ტაბატაძე სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ცოტახნის წინ მივიდა, პირველი სამუშაო დღის დაწყებამდე გუბერნატორი თანამშრომლებს გაეცნო, ასევე შეხვდა რაიონების მერებს.

ტაბატაძე მერებს და თანამშრომლებს სოზარ სუბარმა წარუდგინა.

"პირველ რიგში ჩავალ ყველა რაიონში და გავეცნობით მათ პრობლემებს, აქტიური კომუნიკაცია მექნება როგორც მერებთან, ასევე მოსახლეობასთან. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება, თანამდებობაზე რჩებიან მოადგილეებიც"- განაცხადა ტაბატაძემ.

Comments
Loading...