- Advertisement -

იმერეთის გუბერნატორი: წლის ბოლო ახლოვდება, სწორედ ამიტომ შევხვდი მუნიციპალიტეტების მერებს

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმერეთის გუბერნატორმა, ქალაქის მერები, არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით დაიბარა, შავლეგო ტაბატაძე ჟურნალისტებთან არ ადასტურებს.

ტაბატაძის განმარტებით, შეხვედრა რაიონებში მიმდინარე პროექტებს უკავშირდებოდა და მშენებლებიც ესწრებოდნენ.

“წლის ბოლო ახლოვდება, გვქონდა სამუშაო შეხვედრა მერებთან და მშენებლებთან, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ. მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს პროექტები და რა შეფერხებაა, ამის მერე მომავალი წლის პროექტები სწორად რომ დავგეგმოთ. მეტად მოხდება მათი ანალიზი. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომელი მუნიციპალიტეტია წარმატებული, ამის შესახებ ინფორმაცია წლის ბოლოს გვექნება”- განაცხადა ტაბატაძემ.

Comments
Loading...