- Advertisement -

იმერეთის მხარის წარმომადგენლებმა 9 მაისი ხარაგაულელ ვეტერანებს მიულოცეს

იმერეთის მხარის რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ 9 მაისი ომის ვეტერან ეკატერინე წიქარიშვილს მიულოცეს, რის შემდეგაც შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ადგილზე შეკრებილ სამამულო ომის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამჟამად, ხარაგაულში 9 ომის ვეტერანია, რომელთაც ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200-200 ლარი ჩაერიცხათ. 

დღესვე ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე, სოფელ ვახანში მცხოვრებ ლენინგრადის ბლოკადის მონაწილე ვერა არევაძეს ესტუმრნენ და დღევანდელი დღე მიულოცეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. 6 მათგანს კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

Comments
Loading...