იმერეთის რეგიონში სტიქიამ პრობლემები შექმნა იმერეთის მხარე დამატების თარიღი 16 ოქტომბერი, 2017 329 სტიქიას ებრძვიან იმერეთის რეგიონში. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მხარის სხვადასხვა რაიონში მოსახლეობის სახნავ-სათესი ფარტობები დატბორა. დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები. სტიქიამ პრობლემები შექმნა მოსახლეობის ენერგომომარაგების კუთხითაც. კერძოდ, ელექტროენერგია არ მიეწოდება ვანის, ზესტაფონისა და თერჯოლის მოსახლეობის ნაწილს. სტიქიასთან დაკავშირებით იმერეთის სახმარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბია შექმნილი. ზარალის დასათვლელად გუბერნიაში ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.