- Advertisement -

იმერეთში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა ჩაფიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან საპატიმროში 9 თვე გაატარა.

პროკურატურა ჩაფიძეს შურისძიების მოტივით ზაურ სოფრომაძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა.
ადვოკატის განცხადებით,გამოძიება არაკვალიფიციურად და მიკერძოებულად წარიმართა და ბრალდების მხარემ სასამართლოს შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.

მკვლელობა ტყიბულში გასული წლის ზაფხულში მოხდა. მომხდარზე 1 პირი იყო დაკავებული. მას გამოძიება სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც
განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

Comments
Loading...