- Advertisement -

იმერეთში ხანძრის სამი აქტიური კერა რჩება

ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. როგორც ცნობილია მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ჩაქრობას რეგიონის მასშტაბით 8 ლოკაციაზე ცდილობდნენ.

,,დარჩენილია სამი კერა. დანარჩენ ზოგ ადგილზე ლიკვიდირებულია სრულად ზოგან კი ლოკალიზებული. განსაკუთრებით საყურადღებო იყო წყალტუბოს სოფელი ზარათი, სადაც ხანძარი ამჟმად ლოკალიზებულია. ტერიტორია იყო დაახლოებით 70 ჰექტრამდე. ცეცხლი მოსახლეობისკენაც მიიწევრა, თუმცა მეხანძრე მაშველების ეფექტურმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და მათ უკვე საფრთხე აღარ ემუქრებათ. ერთ-ერთი ვერსია დაუდევრობაცაა, რასაც შესაძლოა ხანძარი გამოეწვია.”-განაცხადა შალამბერიძემ.

Comments
Loading...