- Advertisement -

იმერეთში Covid19-ის ე.წ. სარიტუალო სუფრების კლასტერი ისევ გაჩნდა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასულ 24 სთ-ში დაფიქსირებული 72 ახალი შემთხვევა რეგიონისთვის საყურადღებოა.

,,72 დადასტურებული შემთხვევა მაღალი და საყურადღებო მაჩვენებელია. გვაქვს სტაბილიზაცია გარკვეულწილა, მაგრამ მაინც არის საყურადღებო. ,,კლასტერები“ კიდევ დაფიქსირდა, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის სარიტუალო სუფრებთან, რაზეც არა ერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველამაზე მაღალი რისკის მატარებელი სოციალური ქცევა, რაც იწვევს კოვიდის სწრაფად გავრცელებას.“-განაცხადა გიორგიძემ.

Comments
Loading...