ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფი: ცერემონიის ადგილზე ხელოვნური საფარი არ იქნება ipressთელავის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 დეკემბერი, 2018 74 ინაუგირაციის ღონისძიებასთან დაკავშირებით ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე საფართან დაკავშირებით მცირე ცვლილებები განხორციელდება, თუმცა ეს იქნება გარემოსთან შესაბამისობაში – ამის შესახებ ინაუგურაციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა განაცხადა. “ცერემონიის ადგილზე ხელოვნური საფარი არ იქნება, თუმცა ჩვენ ახლა ვცდილობთ მწვანე საფართან დაკავშირებით მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული მცირე დამატებები გავაკეთოთ. დღეს იგეგმება გერბის და ტრიბუნების განთავსება. მოხდება მე-17 საუკუნის ერეკლე მეფის სასახლის აივნის მოწყობა იმ დროშებით, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს რეგიონებს. აქ იქნება წარმოდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი დროშაც. “- განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა. თელავიინაუგურაცია