- Advertisement -

ინგა შამილიშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები დაათვალიერა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში იმყოფებოდა. დღეს მინისტრმა სოფელ ლეღვას N1, სკურას, მუხაესტატეს და ლეღვას N2 საჯარო სკოლები დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

სოფელ ლეღვას საჯარო სკოლის რეაბილიტაცია 2018 წელს იგეგმება. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.

ასევე, 2018 წელს იგეგმება სოფელ სკურას საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.

2018 წელს სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება 10 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

Comments
Loading...