- Advertisement -

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, გომბორი-ვაზიანი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. კახეთის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, გზა იწმინდება, თუმცა გომბორის უღელტეხილზე ინტესიურად თოვს, რის გამოც გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. 

"გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ, გადაუღებლად თოვს და ყინავს. გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ ზამთრის საბურავების და მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების მქონე ავტომობილებს. ჩვენის მხრივ იწმინდება გზა, ვაყრით მარილს. გაუჩერებლად ვმუშაობთ", – განაცხადა კახეთის საგზაო სამმართველოს ხელმძღვანელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

Comments
Loading...