- Advertisement -

ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდების განათლება, სოფლის მეურნეობა – ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლის სამომავლო გეგმები

ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე „აიპრესთან“ მის სამომავლო გეგმებზე საუბრობს, ბერიძემ საუბრისას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ძალიან კარგადაც იცნობს ხულოს და ხულოს პრობლემებს, ამიტომ თვლის, რომ მათ მოგვარებას შეძლებს.

„ჩემი გეგმაა ვემსახურო ხულოს და ვაკეთოს ის საქმე რაც სჭირდება ხულოს და ხულოელებს“ ეს წინადადება ვახტანგ ბერიძემ „აიპრესთან“ საუბრისას ოთხჯერ გაიმეორა, როგორც თავად ირწმუნება თანმიმდევრობით შეძლებს ხულოში პრობლემების მოგვარებას.

მისივე თქმით არ არსებობს დიდი და პატარა პრობლემა, რადგან ყველა პრობლემა მოსაგვარებელია. ბერიძემ ახალგაზრდების ხელშეწყობასა, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ჩემი გეგმაა ვემსახურო ხულოს და ვაკეთოს ის საქმე რაც ჭირდება ხულოს და ხულოელებს, მზად ვარ ამ ყველაფრისათვის ზუსტად ვიცი თუ რა პრობლემა არის რომელ სოფელში, ვიცნობ რაიონს და ყველა პრობლემას ძალიან კარგად.

მზად ვარ, რომ ეს ყველა პრობლემა მოვაგვარო რას შეეხება ჩემს სამომავლო გეგმას, სრული მხარდაჭერა ექნებათ ჩემი იმ ბავშვებს ვისაც განათლებაზე აქვს მიმართულება, ხელშეწყობა ექნება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რომ ტურიზმი იყოს განვითარებული ჩვენს რაიონში რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის, გვაქვს ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები, ასევე მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის კუთხითაც გვექნება ხელშეწყობა და დახმარება, რომ ფერმერებს ქონდეთ სრული კომფორტი და მნიშვნელოვანი იყოს მათთვის ამ მიმართულებით მუშაობა.

ინფრასტრუქტურული პროექტები რაც აქამდე გრძელდებოდა ძალიან მნიშვნელოვანია და გაგრძელდება უფრო გააქტიურებულად და ისეთ რეჟიმში რომ დროულად მოხდეს ყველა პროექტის განხორციელება, თუმცა ეს გაგრძელდება მომავალ წელსაც და ყოველთვის, ხულოს განვითარება იქნება ჩვენთვის ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული. არ მინდა რომელიმე პრობლემა კონკრეტულად გამოვყო რადგან შეიძლება ვიღაც რომელიმე პრობლემას თვლიდეს პატარა საკითხად, თუმცა ვისაც აქვს ეს პრობლემა მისთვის არის დიდი, ამიტომ ჩვენ ყველა პრობლემას დავუთმობთ სათანადო დროს და მზად ვართ, რომ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ რა თქმა უნდა თანმიმდევრობა ექნება ყველა პრობლემას. მაგრამ მე ვერ ვხედავ დიდი და პატარა პრობლემას ყველა პრობლემა არის პრობლემა. რომელიც მოსაგვარებელია“, – აცხადებს „აიპრესთან“ ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე.

Comments
Loading...