- Advertisement -

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იმერეთში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გაგი ბუაძე იმერეთის რეგიონში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული ღონისძიება ,,ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ბიზნესის პოტენციალი იმერეთის რეგიონში, ბაზრის მონიტორინგის და კონტროლის გზები და ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის აქტუალური სხვა საკითხები. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ყველა იმ მიმდინარე და დაგემილი პროექტებზე ისაუბრა, რომელიც იმერეთის რეგიონში ხორციელდება.

Comments
Loading...