- Advertisement -

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 25 სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 29 სკოლიდან 25 სკოლაზე უკვე გამოაცხადა პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერი. სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

დღეს, კიდევ 4 რეგიონში 60 მოსწავლეზე გათვლილი შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ეს სკოლებია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის სკოლები. ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ახალ სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. ყველა სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.

Comments
Loading...