- Advertisement -

იორმუღანოში, მე-12 კლასელი ცოლად მოყვანის მიზნით საკუთარმა მამიდაშვილმა მოიტაცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანოს თემის სოფელ ქეშალოში მეთორმეტეკლასელი გოგონა მამიდაშვილმა საკუთარი სახლიდან ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.

გოგონა სამართალდამცველებმა დღეს იპოვეს. გოგონას ბიძის, ნამიქ ხოჯაევის ინფორმაციით, შემთხვევა 27 იანვარს მოხდა, როდესაც მისი დისშვილი სახლში მარტო იყო.

“ჩემი და აზერაბიჯანში წავიდა ახლობლის დაკრძალვაზე, სახლში მხოლოდ გოგონა იმყოფებოდა, მამამისი გარდაცვლილია. ბიჭი 28 წლისაა და სოფელ თულარში ცხოვრობს. ჩემ დიშვილს არ უყვარდა, ამბობდა თავს მოვიკლავ და მაგას არ გავყვებიო”- განაცხადა გოგონას ბიძამ.

მომხდარ ფაქტს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ამ დროისთვის 28 წლის მამაკაცი დაკავებულია.

Comments
Loading...