- Advertisement -

ირაკლი ქარსელაძე: ქუთაისის შემოვლითი გზა ორმხრივად გაიხსნა რაც გადაადგილების დროს გაანახევრებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ 2020 წლის ერთ-ერთ უმინშვნელოვანეს პროექტზე ქუთაისის შემოვლით გზაზე იასუბრა, სადაც 29 დეკემბერს ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა.

მიხედავად პანდემიის გამოწვევებისა, გამორჩეული აღმოჩნდა 2020 წელი. ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდამდე დავაანონსეთ 70 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც შესრულებულია.  კერძოდ, გუშინ ქუთაისისშემოვლით გზაზე, 40 კმ. აშენებული გზიდან, 19 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ზაფხულში გავხსენით  დაემატა კიდევ 12 კმ-იანი მონკვეთი და ეტაპობრივად უახლოეს კვირებში მოხდება უკვე სრულად  4 ზოლიანი გზით სარგებლობა.

ამ ეტაპზე, 10 კმ-იანი მონაკვეთია, სადაც საბოლოსამუშაოები მიმდინარეობს და საგზაო უსაფრთხოების გათვალისწინებით 2 ზოლიანი მოძრაობაა, თუმცა რამდენიმე კვირაშ სრულად 4 ზოლიანი გახდება აქაც მოძრაობა. ჩვენ უკვე შეგვიძლია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით სარგებლობისას გვერდი ავუაროთ ქუთაისს და შესაბამისად გავანახევროთ გადაადგილების დრო და ასევე განვტვირთოთ ქალაქი ქუთაისი.

საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემივლითი გზა  და ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-ინი მონაკვეთი. ამ მონაკვეთების საშუალებით,  იანვრიდან ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება დაზოგოს 1 საათი და თბილისიდან ბათუმამდე 5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩავიდეს – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

Comments
Loading...