- Advertisement -

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანაა შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემა ამოვწუროთ

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ყველა დევნილს, ვისაც საჭიროება აქვს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი. მისი განცხადებით, დევნილების საკუთარიო საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფისთვის სხვადასხვა პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, ბინების მშენებლობის, ბინების შესყიდვის და სოფლად სახლის პროგრამები.

,,ჩვენ წლებია დევნილ მოსახლეობასთან ერთად ვცხოვრობთ და აქ უკვე არ არის ზღვარი დევნილებსა და ზუგდიდელებს შორის, ჩვენ ერთი გვტკივა, ერთი გვაერთიანებს და ერთი გვახარებს, შესაბამისად მიზნებიც საერთო გვაქვს, თუმცა ამ კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებაში გვრჩება პრობლემა და ესაა საკუთარი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ათი ათასობით ოჯახმა ისარგებლა უკვე იმ პროგრამებით, რომელიც შეთავაზებული იყო სახელმწიფოს მიერ. ჩემს ამოცანას წარმოადგენს, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართის პრობლემა ამოვწუროთ. ყველა დევნილს უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი ფართი, ვისაც აქვს ამის საჭიროება, ამისთვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ახალ წლამდე ჩვენ 1000 -მდე ბინის განაწილება შეგვიძლია. ეს იქნება ამ ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი და ხელშეწყობა. ამის გარდა არის კონკრეტული პროგრამა და დევნილთა სააგენტომ უკვე გააკეთა ამაზე განაცხადი 500 ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით, წლის მეორე ნახევარში კიდევ დამატებით 500 ბინის შესყიდვას ვგეგმავთ და პრაქტიკულად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სრულად დავასრულებთ ამ პრობლემას“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

Comments
Loading...