- Advertisement -

იტალიაში გარდაცვლილი 31 წლის ქართველის ახლობელი: ოჯახს ძალიან უჭირდა, ბებიის პენსიით არსებობდნენ

იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის, 31 წლის გიორგი ფერაძის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით იტლიური მხარის მიერ დაწყებული გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

მათი განცხადებით, გიორგი ფერაძე იტალიაში სამუშაოს საძებნელად დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა.

ახალგაზრდის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და გარდაცვლილს ოჯახის დახმარება სურდა.

“ოჯახი მოხუცი ბებიის პენსიით არსებობს. მაღაზიაში რომ გადახვიდეთ, ნახავთ მარტო ნისია რამდენი აქვთ. ოჯახს ძალიან უჭირს. ბიჭმა აქ ვერაფერი სამუშაო იშოვა და ამიტომ გადაწყვიტა წასვლა. მარტო სახლს რომ შეხედოთ, სახლი დანგრევის პირასაა. უკიდურესად გაჭირვებულები არიან,”- ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

გიორგი ფერაძე იტალიაში გარდავლილი 18 ოქტომბერს იპოვეს. მისი ცხედარი ზღვამ გამორიყა.

Comments
Loading...