- Advertisement -

იტალიაში გარდაცვლილ 46 წლის ემიგრანტ ქალბატონს ჩოხატაურში ხვალ დაკრძალავენ

იტალიაში გარდაცვლილ, ჩოხატარის მკვიდრს, 46 წლის თეა ნიკოლეიშვილს, საკუთარ სოფელში ხვალ დაკძალავენ. ამის შესახებ „აიპრესს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა, სერგო კოტრიკაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იტალიაში, 46 წლის ქალბატონმა თავი მოიკლა, ის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით სიუციდის მიზეზი, ერთადერთი 20 წლის ქალიშვილის დაპატიმრება იყო, რომელსაც დიდი ოდენობით თანხის მოპარვა ედებოდა ბრალად.

„თეა ნიკოლეიშვილს მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, ერთადერთ ქალიშვილს მარტო ზრდიდა. იტალიში დაახლოებით ეთი წლის წინ გაემგზავრა, ხოლო ქალიშვილი 6 თვეა რაც იქ იმყოფება. სახლში მხოლოდ ძმა ცხოვრობს. მუნიციპალიტეტი განსვენებულის ოჯახს 500 ლარით დაეხმარება“ _ აღნიშნა ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა. 

იტალიაში სასამართლოს მედიატორი ნინა რურუა „აიპრესთან“ თეა ნიკოლეიშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს:

"დედა დამიკავშირდა მაშინ, როდესაც ბავშვი დაპატიმრებული იყო და მთხოვა დავხმარებოდით მე და ჩემი ოფისის ადვოკატები, ეს ორშაბათი დღე იყო, მერე მითხრა სამშაბათს ციხეში ბავშვის სანახავად მივდივარო, რათქმა უნდა შეხვდნენ ერთმანეთს დედა შვილი, ისაუბრეს, იმ დღესაც დამირეკა. ოთხშაბათსაც ვისაუბრეთ დილის საათებში, ნერვიულობდა, ამბობდა ჩემს შვილს სახელი გაუტყდა, შეელახაო,მიყვებოდა როგორ გაჭირვებით გამოზარდა დედისერთა მარტო. ხუთშაბათს დილას უკვე ქალაქიდან ქართველებმა დამირეკეს და მითხრეს ფანჯრიდან გადმოხტაო, მაგრამ არავინ არ იცის რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა გახდა ამის მიზეზი“.

როგორც ნინა რურუა აცხადებს, გრდაცვლილის ქალიშვილის სასამართლო პროცესი პაასკევს გაიმართა, გოგონას ბრალეულობა მტკიცებულების უქონლობის გამო მოეხსნა.

"არანაირი შინაპატიმრობა,არანაირი გირაო და თავდებობა,ის პროცესიდანვე გაანთავისუფლეს. ვერავინ ამტკიცებს ფაქტი მართლა მოხდა თუ არა. მან იმ დღესვე დატოვა ციხე, მაგრამ იმის გამო რომ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფება, ამჯერად მისი ქვეყნიდან გაძევების თაობაზე შესაბმისი საბუთები მზადდება, რასაც გარკვეული დრო სჭირდება“, – განაცხადა ნინა რურუამ.

Comments
Loading...