- Advertisement -

კალაურის მცხოვრები: სამართალდამცავები უკანონოდ შეიჭრნენ ჩემს ფერმაში და მწყემსი სცემეს

პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები მალხაზ ამონაშვილი. მისი თქმით, გვიან ღამით მის კუთვნილ ფერმაში სამართალდამცავები უკანონოდ შეიჭრნენ და მწყემსი სცემეს.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, მუდმივად ზეწოლას ახდნენენ ჩემს ოჯახზე, გვიან ღამითაც თავს დაესხნენ ჩემს ფერმას, გადაანგრიეს ღობე და სასტიკად სცემეს მწყემსი, რომლიც სამთალდამცველების მოსვლის მიზეზის გაგებას ცდილობდა. შეიარაღებულები იყვნენ და იარაღის მიბჯენით ცდილობდნენ რამე ჩემი საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა ჩემს მწყემს. სულ მემუქრებიან და მეუბნებიან რომ ნარკოტიკს ჩამიდებენ და წამლით გამივსებენ ჯიბეებს. მოვითხოვ მკაცრ რეაგირებას ,როდემდე უნდა გაგრძედეს", – აცხადებს მალხაზ ამონაშვილი.

პოლიციელების მხირდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს მწყემსი, ალექსი ტარასჩენკოვი და მომხარდ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს.

"ღამით ბრახუნმა გამაღვიძა და რომ ვიკითხე ვინ იყო არ მითხრეს,ღობე გადმოანგრიეს და 4 პოლიციელი შემოვარდა.შუქის ანთენაც არ მაცალეს ისე დამიწყეს ცემა. სკამით მცემეს სისხლი გამდიოდა და მაინც მირტყამდნენ.იარაღი მომადეს და მოკვლით მემუქრებდონენ თუ მათთვის სასურველ ინფორმაციას არ მივაწვდიდი. იარაღი რომ ვერ ნახეს ჩემი და მალხაზის ტელეფონები წაიღეს.ყველაფერი აურიეს,რაღაცებს ეძებდნენ", – ამბობს ალექსი ტარასჩენკოვი.

ბრალდებას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების პრესამსახურის ცნობით, აღნიშნულ ტეროტრიაზე საპოლიციო კონტროლო არ განხორციელებულა და ამონაშვილების კუთვნილ ფერმაში პოლიციელბი არ ყოფილან.

Comments
Loading...