- Advertisement -

კარატისტებმა კიდევ ერთხელ ააფრიალეს სამტრედიის დროშა მსოფლიო ჩემიონატზე

2018 წლის 4–5–6–7– ივლისს ყაზახეთის ქალაქ ყარაგანდაში ჩატარდა მსოფლიო ჩემიონატი კიოკუშინკაი კარატეში 18 წლამდე ასაკის სპორტსმენთა შორის, სადაც მონაწილეობდა 16 ქვეყნის 300–მდე სპორტსმენი. მათ შორის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლის კარატეს ჯგუფის წევრები მანანა მუქერია, რომელმაც მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა და მარიამ გოგიტაური, რომელმაც მე–4 საპრიზო ადგილზე გასვლა შეძლო.

მარიამ გოგიტაურმა ნახევარფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა ჩაატარა იაპონიის წარმომადგენელთან და ძირითადი დრო დაამთავრა ფრედ. ტატამის მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით, უპირატესობა მიანიჭეს იაპონელს და ჩემპიონატი გაგრძელდა. მარიამმა დაიკავა მე–4 ადგილი. ორთაბრძოლის ტექნიკურად წარმატებით ჩატარებისთვის მარიამ გოგიტაურს, ჩემპიონატის ორგანიზატორებისა და მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით გადაეცა პრიზი: სწრაფვა გამარჯვებისკენ, ოქროს მედალი და დიპლომი.

სენსეი მიხეილ ქანთარიას, როგორც წარმატებულ მწვრთნელ–მასწავლებელს, გადაეცა ოქროს მედალი და დიპლომი.

სამომავლოდ, მიმდინარე წლის 6–7 ოქტომბერს შვედეთის ქალაქ გეტბორგში ტარდება ევროპის ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში, რომელშიც წინ ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულები, დაფინანსების შემთხვევაში მანანა მუქერია და მარიამ გოგიტაური მიიღებენ მონაწიელობას. ამის შესახებ ინფრომაციას სამტრედიის მერია ავრცელებს. 

Comments
Loading...