- Advertisement -

კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალი ბახმაროში – 46 ქვეყნის წარმომადგენელი არტ-კაფეში

გამოფენას, რომელშიც 46 ქვეყნის წარმომადგენელი 80 მეტი ნამუშევრით იღებს მონაწილეობას, ბახმაროში მდებარე არტ-კაფე უმასპინძლებს.

კარიკატურისტთა საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში წელს პირველად ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში გამოფენას პირველად კუროტ ბახმაროში მდებარე “არტკაფე “ უმასპინძლებს. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას 46 ქვეყნის კარიკატურისტის 80 ზე მეტი ნამუშევარი მიიღებს. არტკაფე ბახმაროში გამოფენას 17 ივლისიდან 5 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

საუკეთესო ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს.

არტკაფე ბახმაროში შარშან 17 წლის მარიამ ეჯიბიამ გახსნა. მისი თქმით მას დიდი სურვილი აქვს, რომ არტკაფე ბახმაროში ერთგვარ კულტურულ კერად ჩამოყალიბდეს. და ისეთ უნიკალურ კურორტზე, როგორიც ბახმაროა, დამკვიდრდეს ტრადიცია, სადაც ყოვეწლიურად შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საოინტერესო პროექტების განხორციელება.

შესაძლებელი იქნება ახალგაზრდა თუ ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და საზოგადოებისთვის, უცხოელი სტუმრებისთვის გაცნობა კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენას თითქმის ყოველწლიურად მასპინძლობენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი. საქართველოში მსგავსი ფესტივალი პირველად ტარდება და საკმაოდ საინტერესო ნამუშევრებია წარმოდგენილი. დამთვალიერებელს შეუძლია საიტ gigla.ge -ს ან ფეისბუკგვერდ გიგლას მეშვეობით დააფიქსიროს თავისი რჩეული ნამუშევარი. 

ფესტივალის ორგანიზარტორია მხატვარი ბესიკ დუღაშვილი. როგორც მან გამოფენის გახსნისას განაცხადა სასიამოვნოა ის, რომ ხუთი წლის მცდელობის შემდეგ საქართველოში მოხერხდა კარიკატურის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება.

"მინდა მადლობა გადავუხადო მარიამ ეჯიბიას, რომელმაც დიდი სურვილი გამოთქვა ფესტივალის ფარგლებში პირველი გამოფენა მის არტკაფეში შემდგარიყო.

კარიკატურის საერთაშორისო გამოფენა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან კარიკატურა არ არის მხოლოდ ნახატი. კარიკატურა ასახავს პიროვნებებს, მოვლენებს იუმორით და ისეთი სიმართლით, რისი ხმამაღლა თქმაც ხშირად ადამიანებს უჭირთ. სამწუხაროა, რომ ის რაც მარტივად გაიგო 18 წლის მოზარდმა, გაუგებარი აღმოჩნდა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ისე ცნობილი ბრენდებისთვის. ფესტივალით მხოლოდ კომპანია კოკა-კოლა დაინტერესდა, რომელმაც ფესტივალი უფასო გამაგრილებელი სასმელით უზრუნველყო", – განაცხადა ბესიკ დუღაშვილმა. 
გამოფენა ბახმაროში 5 სექტემბრამდე გასტანს.
 

Comments
Loading...