- Advertisement -

კასპის ანსამბლმა “თხოთი”-მ საერთაშორისო ფესტივალში I ადგილი დაიკავა

ქალაქ ქობულეთში, საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედებითი კავშირის მიერ, ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXIV საერთაშორისო ფესტივალი "ჩემი ლამაზი ქვეყანა – ქობულეთი 2018’’ ჩატარდა.

ფესტივალში ქართულ ხალხურ საკრავთა ჟანრში წარმატებით გამოვიდა და I ადგილი დაიკავა – კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან არსებულმა აღაიანის სასოფლო კლუბის ანსამბლმა ,,თხოთი’’.

ფესტივალზე ანსამბლის ყველა წევრი დაჯილდოვდა ლაურეატის დიპლომებით, ხოლო ანსამბლის ხელმძღვანელს თამაზ დურგლიშვილს, რომელიც დაარსებიდან დღემდე წარმატებით ხელმძღვანელობს ლაურეატის წოდება მიენიჭა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ანსამბლ „თხოთს“ ულოცავს წარმატებას.

Comments
Loading...