- Advertisement -

კასპის მერიაში გარემოს დაცვით საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვით საკითხებზე ნარჩენების მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას მიზნით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანსწორობის საბჭოს წევრები, სოციალურად დაუცველ ქალთა ასოციაცია "ფიქრის გორას წარმომადგენლები, აიპი“კასპის კეთილმოწყობა“-ს თანამშრომლები, რუსთაველის და ჭავჭავაძის ქუჩის ახალგაზრდები.

შეხვედრა, პროგრამა ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა WMTR II გაიმართა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უჭერს და ახორციელებს CENN.

პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ნარჩენების მართვის მართებული სისტემის ჩამოყალიბებაში, ასევე ითვალისწინებს ნარჩენების მართვის პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას.

შეხვედრის მონაწილეებს, კასპის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2018-2022 წლების ხუთწლიანი გეგმის შესახებ ინფორმაცია, მერიის თანამშრომელმა თინათინ გეჯაძემ მიაწოდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მოსახლეობის გააქტიურების და პასუხისმგებლობის ამაღლების შესახებ ნარჩენების განთავსებისა და დანაგვიანების შესახებ. რომ თითოეულმა მოქალაქემ გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არ დაუშვას საცხოვრებელი ტერიტორიის დანაგვიანება, რომელიც ადვილი შესაძლებელია ზაფხულის პერიოდში ინფექციის წყაროდ გადაიქცეს. ასევე გაუფრთხილდნენ მეეზოვეების შრომას, რომლებიც ყოველ დილას ადრიანად იწყებენ ქალაქის დასუფთავებას.

შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, კასპში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფიქრის გორა’’– სთან არსებული გოგონათა კლუბი ჩამოყალიბდეს, რომლებიც გარემოსდაცვით აქტივობებს განახორციელებენ .

შეხვედრის დასასრულეს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ,,გაიგე მეტი ნარჩენების მართვაზე,, რომელშიც კარგადაა ასახული ადამიანის ჯანმრთელობისათვის ყველა სახის ნარჩენის მავნებლობა.

შეხვედრას უძღვებოდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ჩENN -ის შიდა ქართლის კოორდინატორი ირმა კიტრიაშვილი.

Comments
Loading...