- Advertisement -

კასპის მერიაში პროექტის “საზოგადოებრივი პროკურატურა”-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის თემა „მიწის ნაკვეთების თაღლითობასთან დაკავშირებული სამუშაოები“ იყო, რომელზეც შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსმა ნანა გუგუტიშვილმა ვრცლად ისაუბრა და აუდიტორიას დასმულ კითხვებზე – გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძესთან ერთად ამომწურავი პასუხები გასცა. 

საქართველოს პროკურატურა უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს პროექტს „საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომელშიც კასპის მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების წინაშე საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების გაზრდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ტარდება საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, კულტურის, სპორტის და სოციალური ღონისძიებები. საქართველოს პროკურატურის პროკურორები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან და მოსახლეობასთან მუდმივად ატარებენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს. 

Comments
Loading...