კასპის მერიაში სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 20 აგვისტო, 2018 396 18 აგვისტოს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ -ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი დაინტერსებული პირებისათვის, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში შესული ცვლილებების გაცნობა იყო. პროგრამის ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ Qartuli.ge-ს.