- Advertisement -

კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ღონისძიება “ძმები კელაპტრიშვილები” გაიმართა

კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მორიგი საინტერესო ღონისძიება "ძმები კელაპტრიშვილები“ გაიმართა.
ღონისძიება ძმებს გერისო და ომარ კელაპტრიშვილების ხსოვნას მიეძღვნა, რომელთაც ქართული ხელოვნების ისტორიაში თავიანთი კვალი დატოვეს. გამომსვლეელბმა ძმებსა და მათ შემოქმედებაზე ისაუბრეს, გაიხსენეს პირადი მოგონებებიც.
გერისო კელაპტრიშვილი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროს ხელმძღვანელობდა, ის იყო შესანიშნავი მხატვარი, მოლექსე, ხელოვანი. მან ვახტანგ კედელაშვილთან ერთად გამოსცა წიგნი „კასპელთა პოეზია“-ს ორი ტომი, სადაც 67 კასპელ შემოქმედთა და ხალხურ მთქმელთა ლექსებია თავმოყრილი. 

ომარ კელაპტრიშვილი იყო თანდაყოლილი, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი – სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანი, სალამურზე ვირტუოზულად შესრულებული, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, 28 წელიწადი სცენაზე, მსოფლიო აღიარებები … სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავი“ს ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი, ანსაბლ „იავნანა“-ს დამაარსებელი, რომელსაც მის საპატივსაცემოდ „კელაპტარი“ დაერქვა.

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეებმა -წაიკითხეს ძმების და მათდამი მიძღვნილი ლექსები.
 

Comments
Loading...