- Advertisement -

კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის მოსწავლეები სს “კასპიელექტროაპარატს“ სტუმრობდნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის მხარეთმცოდნეობის წრის მოსწავლეები სს „კასპიელექტროაპარატს“ სტუმრობდნენ. ბავშვებმა სამხატვრო გალერეა – მუზეუმი დაათვალიერეს, რომელიც კასპელი მეცენატის, აღნიშნული საწარმოს ყოფილი დირექტორის, სამთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიკოს უშანგი მოსიაშვილის ინიციატივითა და დაფინანსებითაა მოწყობილი. 

გალერეის თითოეული ტილო საქართველოს ისტორიას, ქართველი მეფეების ბრძოლასა და ცხოვრებას ასახავს. მინდა შევქმნა მუზეუმი, რომელიც მომავალ თაობას ჩვენს საამაყო წარსულს და იმ დიდებულ ადამიანებს გააცნობს ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის, გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის იღწვოდა – აღნიშნა უშანგი მოსიაშვილმა, რომელიც ბავშვებს გიდობას თავად უწევდა.

ნახატებზე ასახულ ბრძოლების ეპიზოდებთან დაკავშირებით – ბავშვემა მრავალი კითხვით მიმართეს ბატონ უშანგის.
მოსწავლეებმა სტუმრობა საწარმოს ერთერთი საამქროს დათვალიერებით დაამთავრეს, ნახეს როგორ მზადდება დეტალები სხვადასხვა მოწყობილობებისათვის.

Comments
Loading...