- Advertisement -

კასპის მუნიციპალიტეტის მერია სამუშაო პირობებს აუმჯობესებს

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა საბავშო ბაღების თანამშრომლებს, მათი ხელფასების ზრდასთან მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ გააცნო. საბავშო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა 25%-დან 30%-მდე შეადგენს. 

მუნიციპალიტეტის მერი: ეს ადამიანები ქვეყნის და მუნიციპალიტეტის მომავალ თაობას ზრდიან. მათ ყოველდღიურად უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობა აქვთ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მათ ყოველმხრივ ქონდეთ სამუშაო პირობები. ასევე შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ “კასპისკეთილმოწყობა“-ს თანამშრომლების ხელფასების ზრდაც 25%-დან 40%-მდე განხორციელდა. მომატებულ ხელფასებს მიიღებენ მტვირთავები, მძღოლები და მეეზოვეები – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე.

Comments
Loading...