კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 15 ივნისი, 2018 171 რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში – კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში ორგანიზაცია Eptisa და Ecorus ერთად სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტი წყალმომარაგების საკითხებზე, დაზუსტებულ საინვესტიციო გეგმის შემუშავებაზე, განვითარების პროექტის კონცეფციაზე, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე. აღნიშნულ საკითხებზე კონკრეტულად ისაუბრეს ექსპერტებმა რაფალი შპორკომ, რეი ვოლშიმ, ადრიანა პიენარუმ, კრისტინა ვრებერგმა, ალან პაკერმა, ვალერი გულბანმა, რატი გაბრიჩიძემ და ვაჟა ჩოფიკაშვილმა. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ჯგუფის ხელმძღვანელი ქრისთინა ვრედბერგი. პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ არის დაფინანსებული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საქართველოს მუნიციპალურ ფონდს ეხმარება, რათა პროექტის ციკლის მართვაში საქართველოს მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები გაზარდოს კონკრეტულად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.