- Advertisement -

კასპის მუნიციპალიტეტი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

მუნიციპალიტეტებში 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც წყალმომარაგების ქსელის შესრულებული სამუშაოების ხარისხი შეამოწმა და ობიექტებზე არსებული ვითარება დაათვალიერა.

სოფელს, მოძველებული და ამორტიზებული ქსელის გამო დღემდე წყალი შეფერხებით მიეწოდება. ნოემბრის ბოლოდან, სოფელ ქვემო ჭალას მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება.

ერთ მილიონიანი პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ასევე მოეწყო სატუმბი სადგური და წყლის ახალი რეზერვუარი. მალე, ადგილობრივები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებენ.

ზურაბ ალავიძე მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა.

Comments
Loading...