კასპის მუნიციპალიტეტში გამწვანების მორიგი აქცია ჩატარდა კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 აპრილი, 2018 211 საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ მუნიციპალიტეტს ნაძვის, ფიჭვის და ცაცხვის ნერგები ჩამოუტანა. მუნიციპალიტეტმა ნარგავები ქალაქის ორ სკვერში, დოესის, მეტეხის, ქვემო გომის და კასპის #5 საბავშო ბაღებს, ასევე ახლადაშენებულ სოფელ თვალდის საჯარო სკოლას გადასცა. კასპის მუნიციპალიტეტი და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ წლებია თანამშრომლობენ. ამ ხნის განმავლობაში გამწვანების 4 აქცია ჩაატარეს, რისთვისაც კასპის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის.