კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება კასპის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 6 მარტი, 2018 231 ქალაქ კასპში მალე სამი ქუჩის თაყაიშვილი, ჭონქაძის ქუჩის წრიული, თაყაიშვილის ქუჩის I ჩიხის და ეფრემ მეორის ქუჩის მოასფალტება – მოწყობის სამუშაოები (1 317 გრძივი მეტრი) დაიწყება. გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 შეასრულებს. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გზების რეაბილიტაცია მოსახლეობას და ტრანსპორტს, გადაადგილების კომფორტულ საშუალებას შეუქმნის.