- Advertisement -

კასპის მუნიციპალიტეტში სასმელ წყალს ორი სოფელი მიიღებს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საქადაგიანოში – სვანების ქვედა დასახლებაში სასმელი წყლის მოწყობის და სოფელ ხიდისყურის მაგისტრალის და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის ავრცელებს. 

"მაგისტრალის გარდა, რომლის სიგრძე 1 200 გრძივი მეტრია მოეწყობა საქლორატორო, დამონტაჟდება ახალი ტუმბო და შეკეთდება არსებული რეზერვუარები.

პროექტის დასრულების შემდეგ სვანების ქვედა დასახლების მოსახლეობა მიიღებს სასმელ წყალს და მოხდება მათი ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ხოლო სოფელ ხიდისყურში ამ ეტაპზე საუბნო ონკანები დაყენდება. საჭირო წყლის დებეტის შემთხვევაში კი ხიდისყურის მოსახლეობა ანალოგიურად გამრიცხველიანდება" – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

დაფინანსების წყარო ცენტრალური (95% ) და ადგილობრივი ბიუჯეტია (5%), სამუშაოების ღირებულება 307 000 ლარი, რომელსაც შპს „ფუძე“ ახორციელებს.

Comments
Loading...