- Advertisement -

კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

კასპში ღონისძიება მერაბ კოსტავას სახელობის სკვერიდან დაიწყო, სადაც ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. პროცესია ქლაქის ცენტრში მდებარე გმირთა მემორიალისაკენ გაემართა და გვირგვინით შეამკეს მემორიალი. მამა გიორგიმ, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მოსახსენიებელი წირვა აღავლინა.

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოიფინა ბანერები, რომელიც სრულად ასახავს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებელი აქტის გამოცხადებას. საგულისხმოა ის, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელს ორი კასპელი – ნათაძეებიც აწერენ.

ღონისძიება გიორგი სააკაძის ძეგლის მიმდებარე მოედანზე გაგრძელდა. მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული და ხალხური ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები.

კულტურულ ღონისძიებებთან ერთად სპორული ღონისძიებებიც ჩატარდა: ჭადრაკი, კალათბურთი, მხიარული სტარტების დასკვნითი ტური. კულტურის ცენტრის მიმდებარედ ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები, თექა და სხვა.

ბავშვებისთვის, უფასო გასართობი ატრაქციონები მუშაობდა. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებები ჩატარდა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშო ბაღებში, ბიბლიოთეკებსა და სასოფლო კლუბებში.

Comments
Loading...