- Advertisement -

კასპში ვეტერან ფეხბურთელთა შორის საქალაქო ტურნირი

კასპში 30 და 31 ივლისს მინი – ფეხბურთში, ვეტერან ფეხბურთელთა შორის საქალაქო ტურნირი მიმდინარეობდა.

ტურნირში, რომელიც გარდაცვლილ "განთიადელებს" მიეძღვნა ოთხი გუნდი მონაწილეობდა: „განთიადი #1“, „განთიადი #2“ , „განთიადი #3“ და „განთიადი #4“.

პირველი ადგილი დაიკავა „განთიადი #3“, მეორე ადგილი „განთიადი #4“, მესამე ადგილი კი „განთიადი #2“ – მა. ტურნირს ესწრებოდნენ „განთიადი“ -ის პირველი თაობის ვეტერანი ფეხბურთელები : გურამ ქარქაშაძე, შალვა წითური, ავთანდილ ჯალალი, რევაზ ტყემალაძე და რობერტ მაისურაძე.

ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცათ ფასიანი სამახსოვრო საჩუქრები.

ტურნირი მიზნად ისახავდა: სპორტის პოპულარიზაციას, ვეტერანთა ჩართვას სპორტის განვითარებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
ვეტერანთა ტურნირი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა.
 

Comments
Loading...