- Advertisement -

კასპში თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

დღეს კასპის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ულამაზესი ღონისძიება – თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

თექის წრე მეორე წელია, რაც ფუნქციონირებს და მასში 12 მოსწავლეა გაერთიანებული. რამოდენიმე თვეა რაც ამ გამოფენისთვის ვემზადებოდით, გოგონები თავდაუზოგავად შრომობდნენ და განსაკუთრებით ემზადებოდნენ ამ დღისათვის. თექაზე მუშაობა შრომატევადია, ცოტა ფანტაზია და მხატვრის თვალიცაა საჭირო, ჩვენს გოგონებს კი ეს არ აკლიათ – აღნიშნა პედაგოგმა ნინო ქენქაძემ.

გამოფენა მრავალფეროვანი იყო პეიზაჟი, საქართველოს კუთხეები, ტრადიციები, ქართული სახლი და ეზო, სამოსი.

ღონისძიება გაალამაზა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრებმა, რომელიც მოსწავლეთა სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა. 

Comments
Loading...