- Advertisement -

კასპში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ კასპში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაიწყო. სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ -ს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული, შპს „თბილი სახლი“ს მიერ არსებული შენობის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

სასწავლებლის სამუშაოების ღირებულება 3 893 624 ლარია, საიდანაც 1 500 000 ლარი მიმდინარე წელს დაიხარჯება, ხოლო 2019 წელს 2 393 624 ლარი.
შენობის გარდა მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და ეზო, დაირგვება ნარგავები.

პროფესიული სასწავლებელი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ მომზადებას და შემდგომში მათ დასაქმებას.

Comments
Loading...