- Advertisement -

კასპში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

კასპში, ე.წ. ქეჩარუხის დასახლებაში ლესელიძის ქუჩაზე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის და გადამკვეთ ქუჩებზე (სამება, ქვათახევი, მეტეხი) ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ქუჩაზე სამი მრავალსართულიანი კორპუსია განთავსებული და შესაბამისად ბევრი მაცხოვრებელია. ათეული წლების წინ გაკეთებული სისტემა უკვე განახლებას საჭიროებდა.
სამუშაოები ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება და შპს “B&B” ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 317 229 ლარია.

Comments
Loading...